ქალ მეწარმეთა პროდუქციის ექსპო 2024/2025
გაეროს ქალთა ორგანიზაცია - ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისი ----------------------------------------------------------- რეგისტრაციის ფორმა ----------------------------------------------------------- მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ქალთა სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში (ექსპო 2024) მონაწილეობით! 2024 წლის ექსპო, ქალ მეწარმეებსა და ბიზნეს-პარტნიორებს ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან აერთიანებს ისეთი ღირებულების გარშემო, როგორიც არის ინკლუზიურობა, მარავალფეროვნება და ჩართულობა. ექსპო 2024 მოიცავს ადგილობრივ და რეგიონულ აქტივობებს, რომლებიც ქალ მეწარმეებს, ინვესტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს ურთიერთკავშირების დამყარებისა და სხვადასხვა მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა. ექსპო 2024 დასრულდება ქალი მეწარმეების ინვესტორებთან შეხვედრის ღონისძიებით. იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა ექსპო 2024-ში, აუცილებელია იყოთ ქალი მეწარმე ან ქალის მიერ დაფუძნებული ბიზნესის თანამფლობელი და თქვენი ბიზნესი იყოს ბიზნესის განვითარების ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ეტაპზე: - შექმნილია ბიზნესის მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) (პროდუქტის/სერვისის სამუშაო ვერსია ან პროტოტიპი) - საწყისი ეტაპი (უკვე ახორციელებს გაყიდვებს) - ზრდის ეტაპი (აგენერირებს შემოსავალს) ექსპოში მონაწილეობის მიღებით, შერჩეულ ქალ მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა: - წარადგინონ თავისი პროდუქცია/მომსახურება საგამოფენო სივრცეში (როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურზე) - მონაწილეობა მიიღონ ტრეინინგებში, რომელსაც გაუძღვებიან ტრენერები წამყვანი კომპანიებიდან - გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორის მხარდაჭერით - მოამზადონ საინვესტიციო წინადადება - შეხვდნენ სხვა ქალ მეწარმეებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან - მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში - Expo Capital Quest - ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება 2025 წლის გაზაფხულზე (შერჩევის დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ). ექსპოში მონაწილეობა შეუძლია ყველა სექტორის/დარგის წარმომადგენელს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ამოიღოს გარკვეული პროდუქცია/სერვისები ექსპოდან, ძალიან დეტალური განხილვის შემდეგ. რეგიონული ვირტუალური ექსპო, რომელიც ჩატარდება ნოემბერში ღია იქნება ყველა დაინტერესებული მეწარმისთვის. შერჩეული მეწარმეები კი ჩაერთვებიან გადამზადების პროგრამაში, ე.წ ბუთქემფში და შემდგომში შეძლებენ თავისი პროდუქციის უფასოდ გამოფენას ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში; რეგისტრაციის/შერჩევის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წინასწარ გიხდით მადლობას კითხვარის დეტალურად შევსებისთვის, რაც დაგვეხმარება ექსპოს შინაარსის თქვენ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებაში. წინა წლის ექსპოს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.unwomenexpo.org/ პატივისცემით, ექსპოს საორგანიზაციო გუნდი